Belive

ბექემს მბაპესთან თანამშრომლობა სურს  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექემს, "პსჟ-სა" და საფრანგეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის კილიან მბაპეს აგენტობა სურს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედის", მადრიდის "რეალის" "მილანის" და ინგლისის ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა სააგენტო დააფუძნა, სადაც "ოქროს ბიჭუნას" გაწევრიანებას აპირებს. ბექემს სურს, რომ კილიან მბაპე მისი პირველი მომხმარებელი იყოს. ინგლისელი თვლის, რომ მბაპესთან თანამშრომლობამ შეიძლება მის კომპანიას კარგი მოგება მოუტანოს, ვინაიდან 2018 წლის მუნდიალის გამარჯვებული ფეხბურთელის პარი სენ-ჟერმენში ხანგრძლივად გაჩერება თითქმის გამორიცხულია. ბექემი ლიგა 1-ის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირს მადრიდის "რეალში" ან "მანჩესტერ სიტიში" გადაყვანას hპირდება. ამ სეზონში მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა დ 2 საგოლე პასი მიითვალა.

სხვა სტატიები