ბექჰემ-მანია რეალის აზიურ ტურნეზე

დევიდ ბექჰემის “რეალში” გადასვლამ განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია. 2003 წელს, “რეალის” აზიურ ტურნეს ჩინეთში სრული ანშლაგი მოჰყვა – ამის მიზეზი კი დევიდ ბექჰემი გახდა.

2003 წელს, ჩინეთში “რეალმა” ბექჰემის მაისურები რეკორდული რაოდენობით გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ “რეალი” 25 ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდით ჩავიდა ჩინეთში, ყველას განსაკუთრებული ყურადღება ბექჰემისადმი იყო მიპყრობილი. ბექჰემის პოპულარობა ჩინეთში იმდენად დიდი იყო, რომ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ფირმა Adidas-ს სპეციალური განცხადების გაკეთება მოუწია.

“დააწერეთ ბექჰემის სახელი ნებისმიერ პროდუქტს და “რეალის” გაყიდვები არ შეწყდება”, – აღნიშნა Adidas-ის წაარმომადგენელმა.

(172)

ბექჰემ-მანია რეალის აზიურ ტურნეზე

სტატიის ავტორი
-