Belive

ბექჰემი: ბავშვობაში მწვრთნელმა მითხრა, რომ გამოუსადეგარი ვიქნებოდი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისელ ლეგენდარულ ფეხბურთელს საოცარი კარიერა ჰქონდა. დევიდს ისეთ კლუბებში აქვს ნათამაშები, როგორებიც არიან, "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი", "მილანი" და "პსჟ". ასევე ბექჰემს ჰქონდა შესანიშნავი სანაკრებო კარიერა, მაგრამ მისი ინტერვიუდან ვიგებთ, რომ 12 წლის ასაკში, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მას გამოუსადეგარი უწოდა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს დევიდის ინტერვიუდან. "მე მითხრეს, რომ  ტანით პატარა  სუსტი ვიყავი, ამიტომ ვერასდროს ვითამაშებდი ინგლისის ნაკრებში. 30 წლის ასაკში, ეროვნული ნაკრების მაისურით 115 შეხვედრა მქონდა გამართული. ვიყავი კაპიტანი და ვითამაშე სამ მსოფლიო ჩემპიონატზე და მქონდა შესანიშნავი კარიერა"

სხვა სტატიები