ბექჰემის კლუბი £750 მილიონიანი სტადიონის ასაშენებლად ემზადება (ფოტო)
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2014 წელს დევიდ ბექჰემმა დააანონსა, რომ MLS-ის ფრენჩაიზის შეძენას გეგმავდა. 2018 წლის სექტემბერში, ბექჰემის გუნდის სახელი გახდა ცნობილი - "ინტერ მაიამი". ცნობილია, რომ "ინტერ მაიამის" დებიუტი MLS-ში 2020 წელს შედგება. იმ შემთხვევაში თუ მოვლენები დაგეგმილი სცენარის მიხედვით განვითარდება, 2022 წელს "ინტერ მაიამი" £750 მილიონიან სტადიონზე ითამაშებს, რომელიც 26.000 გულშემატკივარს დაიტევს. სოციალურ ქსელებში "ინტერ მაიამის" სტადიონის პროექტის ფოტოები გავრცელდა.
Rooftop bar & palm trees - This is what Beckham's Inter Miami stadium could look like 🤯 Watch here 👉 https://t.co/IFpznkW2ww pic.twitter.com/uH1JZtLC8K — BBC Sport (@BBCSport) October 23, 2019