Belive

ბექჰემმა ზიდანი „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიწვია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამერიკული საფეხბურთო გუნდის, „ინტერ მაიამის“ მფლობელმა, დევიდ ბექჰემმა, გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი, ზინედინ ზიდანი მიიწვია. დასავლური სპორტული მედია იტყობინება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზიდანთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი უკვე რამდენიმე თვეა უკლუბოდაა და მის სახელს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში დევიდ ბექჰემმა ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) საკუთარი გუნდი, “ინტერ მაიამი” დააარსა. გუნდის სრული საფეხბურთო სახელი ასეთია – Club Internacional de Fútbol Miami. 2010 წლის აღწერის მიხედვით, მაიმის მოსახლეობის 70%-ს ლათინო-ამერიკული წარმოშობის ადამიანები წარმოადგენენ და გუნდის დასახელება სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული. ახლადდაარსებულ გუნდს ჯერჯერობით სტადიონი არ აქვს. მიმდინარე წლის ბოლოს მაიამის მოსახლეობა რეფერენდუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც გადაწყდება, უნდა აშენდეს თუ არა ქალაქში სტადიონი, რომელიც 25,000 ადგილს დაიტევს. “ინტერ მაიამი” პირველ მატჩს 2020 წელს გამართავს.

აქვე გთავაზობთ ვიდეოს ბექჰემისა და ზიდანის მონაწილეობით, სადაც ისინი ერთმანეთის მთავარ მახასიათებლებზე საუბრობენ.

სხვა სტატიები