ბერბატოვი – ლივერპულს ჩემპიონობა დამსახურებულად ეკუთვნის

დიმიტარ ბერბატოვი “მანჩესტერ იუნაიტედში” 4 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და გულშემატკივარს თავი ნამდვილად დაამახსოვრა.

ბულგარელი უეინ რუნისთან ერთად შესანიშნავ დუეტს ჰქმნიდა.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია, მათ შორის პრემიერ ლიგაც. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის განახლდება ინგლისში საფეხბურთო ბატალიები.

სოციალურ ქსელში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ “ლივერპული” ჩემპიონობას იმსახურებს და იმ შემთხვევაში თუ პრემიერ ლიგა არ განახლდა, მათ აუცილებლად უნდა გადაეცეთ თასი.

ამასთან დაკავშირებით დიმიტარ ბერბატოვმა მცირე კომენტარი გააკეთა: – “კლოპის გუნდი ამ ნანატრ ტიტულს იმსახურებს. არცერთ გუნდს არ ძალუძს ქულათა სხვაობის იმ დონემდე შემცირება, რომ სიტუაცია დაიძაბოს. თუ პრემიერ ლიგა არ განახლდება, თასი “ლივერპულს” უნდა გადაეცეს. მათ ეს დაიმსახურეს.”

“მიდმინარე სეზონში, “მერსისაიდელების” სათამაშო ფორმა და ლაღი ფეხბურთი გამოსარჩევია. გადავხედოთ გათამაშების ცხრილს. ისინი ძალიან წინ არიან. მათ დაიმსახურეს ჩემპიონობა.”

ბერბატოვი “იუნაიტედის” გარდა, პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემში” და “ფულემში” ასპარეზობდა. ბულგარელის თქმით, არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია.

შეგახსენებთ, 2010 წელს ბერბატოვი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 1964 წლის შემდეგ “ლივერპულს” ჰეთ-თრიკი შეუსრულა. ის მატჩი “იუნაიტედმა” შინ 3:2 მოიგო.

(23)

ბერბატოვი – ლივერპულს ჩემპიონობა დამსახურებულად ეკუთვნის

სტატიის ავტორი
-