Belive

ბერბატოვი: "მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ წელსაც ვერ გავა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, დიმიტარ ბერბატოვი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. ვეტერანი ბულგარელი ფეხბურთელის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონშიც ვერ შეძლებს ოთხეულში მოხვედრას და შესაბამისად, კვლავ ვერ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. ბერბატოვმა აღნიშნა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი იმ ტიპის მწვრთნელია, რომელიც "წითელ ეშლაკებს" მე-6 ადგილზე სტაბილურად გაიყვანს. მისი აზრით, ფავორიტი კვლავ "სიტია".
"მე მგონია, რომ ჩემპიონი კვლავ სიტი გახდება. მეორე ადგილს კი ლივერპული დაიკავებს. სწორედ ეს ორი გუნდია საუკეთესო ინგლისში. მესამე და მეოთხე პოზიციებს ტოტენჰემი და ჩელსი დაიკავებენ. ჩელსი იმიტომ, რომ ლამპარდის ფილოსოფია მომწონს და მისი თავკაცობით გუნდი ითამაშებს. აი ამის შემდეგ მოდიან არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი.
დიმიტარ ბერბატოვის გარდა მაიკლ ოუენსაც ჰგონია, რომ "იუნაიტედი" ვერ შეძლებს ოთხეულში მოხვედრას. მისი აზრით, გუნდი მე-5 ადგილს დაიკავებს.

სხვა სტატიები