Belive

ბერბატოვი: "მანჩესტერი პრემიერ ლიგას ვერც მომავალ სეზონში მოიგებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის განცხადებით, იგი დღევანდელ "იუნაიტედში" განსაკუთრებულ პოტენციალს ვერ ხედავს და რომ მისმა ყოფილმა გუნდმა შესაძლოა "ლივერპულის" ბედი გაიზიაროს, რომელმაც პრემიერ ლიგა უკანასკნელად 1989/1990 წლების სეზონში მოიგო. "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგა უკვე 6 წელია არ მოუგია. გუნდი არამარტო "მანჩესტერ სიტის" და "ლივერპულს," არამედ "ტოტენჰემსაც" ჩამორჩება. არ მაქვს მოლოდინი, რომ "მანჩესტერი" ინგლისში პირველი გუნდი მომავალ წელს გახდება. ამას კი მერვე, მეცხრე, მეათე სეზონები მოჰვება. არსებობს რისკი, რომ "მანჩესტერი" ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს "ლივერპულია." ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა რომ გუნდის ხელმძღვანელობამ ოლე გუნარ სოლსკიაერს სრული ნდობა გამოუცხადოს. ნორვეგიელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რა იქნება გუნდისთვის სარგებლის მომტანი," აღნიშნა ბერბატოვმა.

ასევე იხილეთ: სოლსკიაერი: “მანჩესტერს ფულზე დახარბებული ფეხბურთელები არ სჭირდება”

სხვა სტატიები