Belive

ბერბატოვი: "ყველა ინდივიდუალური ჯილდო მესიმ და რონალდუმ უნდა გაინაწილონ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიმიტარ ბერბატოვის მტკიცებით, ყველა ინდივიდუალური ჯილდო პლანეტის ორმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ უნდა გაინაწილონ. ბერბატოვი მიიჩნევს, რომ მესი და რონალდუ კვლავ საუკეთესოები არიან და მათ შორის განსხვავება არაა. "რონალდუ მესის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება მათი გამორჩევა. ვფიქრობ, რომ ყველა ინდივიდუალური ჯილდო მათ უნდა გაინაწილონ - ყოველთვის. შეუძლებელია იმის თქმა, რომ მათ შორის რომელიმე უკეთესია", - აღნიშნა დიმიტარ ბერბატოვმა.

სხვა სტატიები