Belive

ბერბატოვმა ბუსკეტსის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა ბულგარელმა ფეხბურთელმა, დიმიტარ ბერბატოვმა "ბარსელონას" ნახევარმცველზე, სერხიო ბუსკეტსზე ისაუბრა და მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ბერბატოვით თქმით, ესპანელი ფეხბურთელის სტილი განსაკუთრებულია. ის "ბარსელონას" მთავარი გასაღები და ხერხემალია.
"ფეხბურთში ჩემთვის სიმშვიდის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბურთით ვარ. სწორედ ასეთი ფეხბურთელები მომწონს, მაგალითად  სერხიო ბუსკეტსი. მას თამაშის წაკითხვა ყველაზე კარგად შეუძლია. ის ყოველთვის საჭირო ადგილას, საჭირო დროს არის. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება და ეს დაუჯერებელია. მისი ყურება სიამოვნებას მანიჭებს" - განაცხადა ბერბატოვმა.
დიმიტარ ბერბატოვი წლების განმავლობაში ისეთ გრანდებში თამაშობდა, როგორიც "ლევერკუზენი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მონაკოა". ის 11 წლის განმავლობაში ბულგარეთის ნაკრების ლიდერი იყო.  

სხვა სტატიები