Belive

ბერძენი ფეხბურთელი ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
31 წლის ბერძენი ფეხბურთელი - ნიკოს ცუმანისი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოების შემდეგ, სამართალდამცავებმა ცუმანისი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ცუმანისი "არისის", "კალამარის", ქსანტის", "კორფუს", "პანთრაკიკოსისა" და "ვერიას" ღირსებას იცავდა. ცუმანისს საბერძნეთის 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მაისურიც აქვს მორგებული. ბერძნული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცუმანისი ჟანგბადის უკმარისობით გარდაიცვალა. წყაროს მტკიცებით, სამართალდამცავებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.