Belive

ბერლუსკონი და გალიანი სერია C-ს კლუბს ყიდულობენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიის თანახმად, "მილანის" ყოფილი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, სერია C-ს კლუბ "მონცას" 95%-იან პაკეტს ყიდულობს. Football Italia-ს ცნობით, ბერლუსკონისთან ერთად კლუბის მფლობელი მილანის ყოფილი გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანიც იქნება. ცნობილია, რომ გალიანის დაბადების ადგილი სწორედ მონცაა - პატარა ქალაქი ლომბარდიის რეგიონში, ხოლო ბერლუსკონი კი ახლოს მდებარე ქალაქ არკორეში ცხოვრობს. იტალიური მედია ბერლუსკონისა და გალიანის "მონცათი" დაინტერესებას აღნიშნულ ფაქტსაც უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ და გალიანიმ "მილანი" 2017 წელს დატოვეს.    

სხვა სტატიები