Belive

ბერნაბეუს პუბლიკამ გარეთ ბეილს უსტვინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამ წუთებში ლა ლიგის მე-14 ტურის მატჩი მიმდინარეობს, სადაც მადრიდის "რეალი" შინ "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს. მარკას ინფორმაციით, სანამ გუნდები სტადიონზე გამოვიდოდნენ დიქტორი განაცხადში მყოფი ფეხბურთელების გვარებს აცხადებდა. როდესაც ჯერი უელსელ ფეხბურთელზე მიდგა, მთელ სტადიონზე გამაყრუებელი სტვენა გაისმა. გულშემატკივარი გარეთ ბეილზე განაწყებულია და ეს ჟესტიც ამაზე მიუთითებს. ამ ყველაფრის ფონზე უელსის ნაკრების ლიდერის გუნდში ყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველაზე დიდ ინტერესს ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით ჟოზე მოურინიო იჩენს.

სხვა სტატიები