Belive

ბერნაბეუზე რეკონსტრუქცია იგეგმება, რომლის ღირებულებაც €575 მილიონს შეადგენს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სანტიაგო ბერნაბეუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სტადიონია, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობას სტადიონის ექსტერიერში მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება სურს - მადრიდის "რეალის" სტადიონის რეკონსტრუქციისთვის €575 მილიონია გამოყოფილი. "სანტიაგო ბერნაბეუ" ოფიციალურად 1947 წელს გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადიონი გარკვეულწილად მოძველებულია. ესპანური AS-ის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა გუნდმა  სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ნებართვა უკვე მიიღო. ცნობილია, რომ სტადიონის განახლებაზე მუშაობა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ განახლებულ ბერნებეუზე დასაჯდომი სკამების რაოდენობა სულ რაღაც 10-ით შემცირდება.

სხვა სტატიები