Belive

ბერნარდო სილვა: "დედაჩემი სპორტინგს ქომაგობს, მამაჩემი - ბენფიკას, მე კი სამშობლოში გოლი გავიტანე და ბედნიერი ვარ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში "სპორტინგთან" სტუმრად დიდი ანგარიშით გამარჯვებაზე (5:0) კომენტარი გააკეთა.
"ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა მაინც, ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში საკმარისი არ გაგვიკეთებია იმისთვის, რომ ოთხი გოლი გავგვეტანა ხანდახან ამას ვერ ვახერხებდით, მაგრამ დღეს ფანტასტიკური გარდასახვა შევძელით, თანაც ეს არც ისე ბევრი საგოლე შანსით მოვახერხეთ. სტუმრად 5:0 მოგება შესანიშნავი შედეგია. მე ვარ პორტუგალიელი, ქალაქის სხვა კუთხიდან. დედაჩემი "სპორტინგის" გულშემატკივარია, მამა კი "ბენფიკასი". ძალიან კარგი იყო გოლის გატანა აქ, ჩემს მშობლიურ ქალაქში. ასეთ მნიშვნელოვან მატჩებზე აქ ჩამოსვლა ყოველთვის დამატებითი მოტივაციაა. რაც შეეხება მეოთხედფინალს, საქმე ჯერ არ დასრულებულა - წინ მანჩესტერში საპასუხო თამაშია", - თქვა 27 წლის ნახევარმცველმა.
პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა "ქალაქელებმა" პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ბერნარდო სილვას დუბლის, რაჰიმ სტერლინგის, რიად მაჰრეზის და პოლ ფოდენის გოლებით დაამარცხეს. საპასუხო მატჩი 10 მარტს, მანჩესტერში, "ეტიჰადზე" გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები