Belive

ბერნარდო სილვა სიტის დატოვებს მაგრამ არსენალში არ გადავა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბერნარდო სილვამ "არსენალში" გადასვლაზე უარი განაცხადა. წყაროს მტკიცებით, სილვას ტრანსფერით პირადად მიკელ არტეტა ინტერესდებოდა, თუმცა "არსენალი" პორტუგალიელის ინტერესს არ წარმოადგენს. პორტუგალიელ ვინგერს "მანჩესტერ სიტის" დატოვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე სილვას ტრანსფერი არ განხორციელდა. ბერნარდო სილვამ ნათლად განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" დატოვება სურს. ჟურნალისტი ფელიპე დიაში აღნიშნავს, რომ წასვლის სურვილის მიუხედავად, სილვა "არსენალში" არ გადავა. 27 წლის პორტუგალიელს "ბარსელონაში" გადასვლა სურს, მაგრამ კატალონიურ გრანდში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბლაუგრანამ" ბერნარდო სილვას ტრანსფერი განახორციელოს.
"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბერნარდო სილვას "მანჩესტერ სიტის" დატოვება სურს. მას "ბარსელონაში" წასვლა სურს ბერნარდო სილვას ბარსელონაში ცხოვრება და "ბარსელონას" მაისურით თამაში სურს, მაგრამ კატალონიური გრანდი მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერნარდო სილვას ტრანსფერი განახორციელოს. ბერნარდომ "არსენალი" უარით გაისტუმრა - ვფიქრობ, სწორად მოიქცა, რადგან "არსენალში" გადასვლა მის კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი არ იქნება", - აღნიშნა ფელიპე დიაშმა Transfer Talk-თან საუბარში.

სხვა სტატიები