Belive

ბერნარდო სილვას დისკვალიფიკაცია ემუქრება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ბერნარდო სილვას დისკვალიფიკაცია ემუქრება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელს და მეგობარს ბენჟამინ მენდის სოციალურ ქსელში ეხუმრა, რაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ, როგორც რასისტული შეურაცხყოფა, ისე იქნა აღქმული. საქმე ისაა, რომ სილვამ მენდის Twitter-ში ბავშვობის ფოტო დაუდო და ესპანური შოკოლადის კარაქის მწარმოებელი ბრენდის Conguitos-ის მულტფილმის პერსონაჟთან გააიგივა, რაც ბერნარდოს რასისტულ შეურაცხყოფაში ჩაუთვალეს.

ფეხბურთელმა მალე პოსტი წაშალა და განმარტა, რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო, თუმცა ასოციაციაში ასე არ მიიჩნევენ და სილვას 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯას აპირებენ. ბერნარდო სილვა და ბენჟამინ მენდი "მონაკოდან" მოყოლებული ერთად თამაშობენ, 2017 წლის ზაფხულში კი "ქალაქელების" მაისური მოირგეს.

სხვა სტატიები