Belive

ბერნარდო სილვას პორტუგალიაში დაბრუნება სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავი - ბერნარდო სილვა პორტუგალიაში დაბრუნების სურვილს გამოთქვავს. სილვას მტკიცებით, მას "ბენფიკაში" თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მიეცა, რის გამო იგი აუცილებლად დაბრუნდება პორტუგალიურ გრანდში. "ქალაქელთა" ვარსკვლავი "ბენფიკას" ახალგაზრდულ გუნდში 7 წლის ასაკში ჩაირიცხა. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2013/14 წლების სეზონში შედგა თუმცა ბერნარდო სილვამ "ბენფიკას" მაისური მხოლოდ 3 შეხვედრაში მოირგო, რის შემდეგაც "მონაკოს" შეუერთდა. "არ ვიცი რა გიპასუხოთ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ მოხდება 1,2,3 ან 4 წლის შემდეგ. დიდებული კლუბის წევრი ვარ. მანჩესტერული კარიერით კმაყოფილი ვარ და ჯერ გუნდის დატოვება არ მსურს - ასევე არ მსურს, რომ "ბენფიკას" საკმაოდ ასაკოვანი შევუერთდე. მინდა პორტუგალიაშია იმ დროს დავბრუნდე, რომ ჯერ კიდევ შემეძლოს მაღალ დონეზე თამაში - მინდა ჩემს გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო. "აგიხსნით რატომ მსურს დაბრუნება. "ბენფიკას" გულშემატკივარი ვარ. სამწუხაროდ ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მომეცა, რის შემდეგაც "მონაკოს" შევუერთდი. გულდაწყვეტილი ვიყავი - მსურს კვლავ "ბენფიკაში" დაბრუნება. ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები", - აღნიშნა ბერნარდო სილვამ.

სხვა სტატიები