Belive

ბერნარდუ სილვას გადაბირებით პარი სენ ჟერმენიც ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, კარიერა, შესაძლოა, საფრანგეთში გააგრძელოს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პორტუგალიელის ტრანსფერით ,,პარი სენ ჟერმენი'' ინტერესდება. თავად ფეხბურთელს, რომელსაც ,,ქალაქელები'' 80-85 მილიონ ევროდ აფასებენ, კლუბის დატოვება სურს. სილვასთვის ბრძოლაში პარიზელების მთავარი კონკურენტი ,,ბარსელონა'' იქნება. კატალონიელები ნახევარმცველის ყიდვას იმ შემთხვევაში აპირებენ თუ გუნდიდან ფრენკი დე იონგი წავა. ,,პსჟ-ში'' მიაჩნიათ, რომ პორტუგალიელის გადაბირებას ლუიშ კამპუშის დახმარებით შეძლებენ. 2014 წელს ბერნარდუ ,,მონაკოში'' სწორედ კამპუშმა მიიყვანა. გასულ სეზონში სილვამ ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები