ბეტისი 3:0 დუდელანჟი (მიმოხილვა)

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „ბეტისმა“ „დუდელანჟი“ მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ესპანელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. 

“დუდელანჟის” განაცხადში იყო ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია, რომელიც მოედანზე 76-ე წუთზე შემოვიდა. “ბეტისი” მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა. მეორე ნახევარში ჯერ სანაბრიამ გაიტანა, შემდეგ მისი პასით ლო სელსომ სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო წერტილი კი 88-ე წუთზე კრისტიან ტელომ დასვა.

“ბეტისისა” და “დუდელანჟის” გარდა F ჯგუფში “მილანი” და “ოლიმპიაკოსი” თამაშობენ. ლევან ყენიას დუდელანჟი კი ჯგუფში ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

(292)

სტატიის ავტორი
-