Belive

Betlive.com დინამო თბილისის გენერალური სპონსორი გახდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სკ დინამო თბილისსა და კომპანია Betlive.com-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. Betlive.com 2020 წლის სეზონის ბოლომდე დინამო თბილისის გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული დროის პერიოდში დინამო თბილისი სპონსორისგან ნახევარ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს. ასევე აღსანიშნავია ბონუს სისტემაც, რომელიც შედეგებიდან და წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე იქნება. ხაზგასასმელია, რომ დინამო თბილისის მედია პარტნიორი სპორტული პორტალი Live.ge ხდება. Live.ge ასევე დინამოს აკადემიის გენერალური სპონსორიც გახდება. "განსაკუთრებით მოხარულნი ვართ იმ ფაქტით, რომ მოგვეცა საშუალება ვითანამშრომლოთ ქართული ფეხბურთის ფლაგმანთან და ქვეყნის სპორტული ისტორიის მთავარ სიამაყესთან." "ჩვენთვის აღნიშნული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორობა არ იქნება ერთი უბრალო, მორიგი სპონსორობა გუნდსა და კომპანიას შორის. ჩვენ გვაქვს ძალიან შორს მიმავალი გეგმები და გპირდებით, რომ ერთად აუცილებლად მივაღწევთ იმ წარმატებას, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებს - არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც" - აღნიშნულია Betlive.com-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

სხვა სტატიები