Belive

ბევის მუგაბიმ კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გააუმჯობესა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
27 იანვარს შოტლანდიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში "მოზერველის" 25 წლის მცველმა ბევის მუგაბიმ "როს ქაუნთისთან" შეხვედრაში 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა და "იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა.  საქმე ისაა, რომ 2019 წლის სერია ა-ს სეზონში რონალდუმ "სამპდორიასთან" შეხვედრაში გოლი თავით გაიტანა, კრიშტიანუ მიწიდან 71 სმ-ზე ახტა და ბურთს 2 მეტრისა და 56 სანტიმეტრის სიმაღლიდან დაარტყა, რაც იმ მომენტისთვის რეკორდი იყო. რაც შეეხება მუგაბის, "მოზერველის" მცველი მიწიდან 74 სმ-ზე ახტა და ბურთს 2 მეტრისა და 62 სანტიმეტრის სიმაღლიდან დაარტყა, რითიც რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა. იხილეთ მუგაბისა და რონალდუს მიერ გატანილი გოლები:

სხვა სტატიები