Belive

"ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ" - ნოიერი "ბაიერნს" აკრიტიკებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "ბაიერნმა" "აიაქსს" უმასპინძლა, მიუნხენელთა მეკარემ, მანუელ ნოიერმა კომენტარი გააკეთ და  "ბაიერნი" გააკრიტიკა.  "დღეს რთული მატჩი იყო. ჩვენ კარგად დავიწყეთ და თავდაჯერებულები ვიყავით. ბურთის ფლობაც ჩვენს სასარგებლოდ იყო და თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. როგორც ყოველთვის, სამი ქულის მოპოვება გვსურდა. თუმცა შემდგომ მოწინააღმდეგეს ბურთი დავუთმეთ და თამაშის საშუალება მივეცით. ბოლო პერიოდში ჩვენ პრობლები გვქონდა და იმედი მაქვს, რომ გადავლახეთ. ჯგუფში 4 ქულა გვაქვს და ჯერ ბრძოლა წინ არის. ყველა ტურნირზე ერთად ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ორი ქულა მოვიპოვეთ, რაც ძალიან ცოტაა. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციას გამოვასწორებთ" - განაცხადა მანუელ ნოიერმა.

სხვა სტატიები