Belive

ბიელსა: "გვარდიოლას ტაქტიკა მისტიკაა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური "ლიდს იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას შეფასებით, იგი გაოცებულია პეპ გვარდიოლას შესაძლებლობებით და ამასთან აღნიშნავს, რომ გვარდიოლას მისგან აბსოლუტურად განსხვავებული საფეხბურთო ხედვა აქვს. "გვარდიოლას პატივს იმიტომ ვცემ, რომ იგი გუნდს სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს. ეს არის სტილი, რომელიც მას იდეალურად გამოსდის. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ გვარდიოლა "ბარსელონაში" ტრიუმფს უდიდესი ფეხბურთელების გარეშე ვერ მოიგებდა. თუმცა მთავარია ის სტილი, რომლითაც გვარდიოლა გუნდს მართავს და ათამაშებს - ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ფეხბურთელები," განაცხადა ბიელსამ. ადრე გვარდიოლამ ბიელსას მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი უწოდა: "ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელსაც ბიელსა წვრთნის, მოედანზე უკეთეს შედეგს დებს," აღნიშნა გვარდიოლამ. ბიელსას კარგი სეზონი ჰქონდა - 15 წლის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, პრემიერ ლიგას "ლიდს იუნაიტედი" დაუბრუნდება - ამისათვის კი 15 მაისს "დერბის" დამარცხებაა საჭირო.    

სხვა სტატიები