Belive

ბიელსას რჩევები პოლონეთის ნაკრებს | არგენტინელმა მწვრთნელმა მათი ბოლო 50 შეხვედრა გაარჩია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლიდსის" ყოფილი თავკაცი მარსელო ბიელსა დეტალებისადმი ყურადღებით გამოირჩევა და საფეხბურთო სამყაროში, სწორედ ამით არის ცნობილი. არგენტინელმა სპეციალისტმა პოლონეთის ნაკრებს დახმარების ხელი გაუწოდა და მათ მოხსენება გაუმზადა სათამაშო სქემის შესახებ.

ბიელსამ ევროპელების ბოლო 50 შეხვედრა გააანალიზა და პოლონელთა მთავარ მწვრთნელს 65 მოთამაშეზე წარუდგინა მოხსენება. ეს ყველაფერი წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, 67 წლის სპეციალისტისთვის ეს არაფერია.

ამჟამად, მარსელო ბიელსა უგუნდოდ არის დარჩენილი, თუმცა, Football Insider-ის ცნობით, არგენტინელი მწვრთნელით "ბორნმუთი" ინტერესდება.

ყატარში გასამართი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის ნაკრები არგენტინის, მექსიკისა და საუდის არაბეთის ნაკრებებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. C ჯგუფში პირველ მატჩს პოლონელები მექსიკასთან დაპირისპირებით გახსნიან, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები