Belive

ბიელსას უშვებენ? - ლიდსმა ახალი მწვრთნელი შეარჩია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიდს იუნაიტედი“ რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია პრემიერლიგაში დაბრუნებას ერთი საფეხური აშორებს, მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს. ჩემპიონშიპში მოთამაშე კლუბის ხელმძღვანელობას დაკავებული თანამდებობიდან გამოცდილი არგენტინელი სპეციალისტის მარსელო ბიელსას გადაყენება სურს. იმ შემთხვევაში, თუ 64 წლის თავკაცი „ლიდსს“ დაემშვიდობება, მმართველები ლეგენდარული ნახევარმცველისა და ახალბედა მწვრთნელის სტივენ ჯერარდის გადაბირებას შეეცდებიან. "ლივერპულის" ვეტერანი კაპიტანი 2018 წლის გაზაფხულზე შოტლანდიური რეინჯერსის მწვრთნელად დაინიშნა და იქ წარმატებულადაც მუშაობს, თუმცა მისი კონტრაქტი გლაზგოურ კლუბთან კიდევ 4 წელიწადი ძალაშია. რაც შეეხება ბიელსას შრომით ხელშეკრულებას, მას ვადა გაისად ივნისში გასდის. რამდენიმე დღის წინ, მერსისაიდული კლუბის ამჟამინდელმა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა სტივენ ჯერარდი თავის იდეალურ შემცვლელად დაასახელა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანელმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული და პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი უახლოეს მომავალში დატოვოს, ეს კი იორკშირელებისთვის კარგი შანსია. 11 ტურის შემდეგ, „ლიდს იუნაიტედი“ ჩემპიონშიპში მეხუთე ადგილზეა.

სხვა სტატიები