Belive

ბილბაოს ატლეტიკის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბილბაოს "ატლეტიკის" ლიდერ ინაკი უილიამსს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფეხბურთელი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

ესპანეთის ნაკრების შემტევს პრე-სეზონის დაწყებამდე ჩასატარებელმა სავალდებულო ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა.
"PCR ტესტმა დაადგინა, რომ კორონავირუსი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს. ახლა დროა, რომ ვიყო სახლში, იზოლაციაში, მანამ, სანამ არ დავამარცხებ ვირუსს. ძალიან მინდა, რომ პრე-სეზონზე გუნდს შევუერთდე," - დაწერა უილიამსმა.

სხვა სტატიები