Belive

ბილიჩმა სატრანსფერო რევოლუცია დააანონსა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ვესტ ბრომვიჩის" მთავარმა მწვრთნელმა - სლავენ ბილიჩმა სატრანსფერო რევოლუცია დააანონსა. ხორვატი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთში რადიკალური ცვლილებები მოხდება. ბილიჩის აზრით, მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო ახალი რეალობის წინაშე დადგება - ფეხბურთელების ტრანსფერებით აგენტები კოლოსალურ ბონუსებს ვეღარ მიიღებენ და გუნდებს შორის ფეხბურთელების გაცვლა ისევე მოხდება, როგორც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტზე. ბილიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორიცაა ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი, კილიან მბაპე და სხვა სატრანსფერო ღირებულებას არ დაკარგავენ. "ეს მხოლოდ ფეხბურთს არ შეეხება. ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება დააკლდეს ფასი ფერარის ან ძვირადღირებულ აპარტამენტებს. მბაპე, მესი, რონალდუ - მათ სატრანსფერო ღირებულებას ცვლილება არ შეეხება და კვლავ იქნებიან კლუბები, რომლებიც გრანდიოზულ ტრანსფერებს განახორციელებენ. ვფიქრობ გააქტიურდება იჯარის წესით ფეხბურთელების განათხოვრება ან გაცვლა, ისევე როგორც NBA-ში. აგენტები ვეღარ შეძლებენ ფეხბურთელების ტრანსფერებით კოლოსალური ბონუსების მიღებას. სეზონის დასასრულებლად, ერთადერთი ღირსეული და მართებული გადაწყვეტილება კლუბებისათვის ფეხბურთელების შენარჩუნების შესაძლებლობის მიცემა იქნება. რა თქმა უნდა ფეხბურთელები რისკავენ მაგრამ კლუბი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონკრეტული ფეხბურთელი. კლუბებმა მათ კონტრაქტები შესთავაზეს და მაღალ დონეზე ასპარეზობის შესაძლებლობა მისცეს. ინდივიდუალურ და პირად კეთილდღეობაზე ფიქრის დრო არაა. ყველამ უნდა გავიღოთ გარკვეული მსხვერპლი, რათა ფეხბურთი გადავარჩინოთ - კლუბების გარეშე კი ფეხბურთი არ არსებობს", - აღნიშნა სლავენ ბილიჩმა.

სხვა სტატიები