Belive

ბიჭს, რომელიც ექიმების აზრით სიარულს ვერ შეძლებდა, პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
5 წლის ინგლისელ ბიჭუნას დეკლან ტომპსონს ექიმებმა მენჯისა და ბარძაყის ძვლების მძიმე დაავადება დაუდგინეს და უთხრეს, რომ შესაძლოა ფეხზე ვეღარასდროს გაევლო, თუმცა გავიდა 13 წელი და მას პროფესიონალ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა. ადრეულ ასაკში დასმულ მძიმე დიაგნოზს სპორტზე შეყვარებული ბიჭუნასთვის ოცნების ასრულებაში ხელი არ შეუშლია. მიუხედავად არაერთი ოპერაციისა, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით 18-თვიანი სარგებლობისა და სასტიკად აკრძალული ფეხბურთის თამაშისა, დეკლანმა ოცნებაზე უარი არ თქვა და რამდენიმე დღის წინ ინგლისის ასოციაციის თასზეც ითამაშა. ეს 9 იანვარს, "შეფილდ უედნსდეისა" და "ექსტერ სიტის" მატჩში მოხდა, რომელიც "ჰილსბოროს" ბინადრებმა 2:0 მოიგეს. დეკლანი სამხრეთ იორკშირულ გუნდში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, ის მოედანზე "ექსტერთან" შეხვედრის ბოლო წუთზე გამოჩნდა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. "მოედანზე გამოსვლა საკმაოდ ემოციური იყო, ვიცოდი, რომ ეს მთავარ გუნდში დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. ფეხბურთის თამაში იყო ერთი რამ, რაც სიხარულს მანიჭებდა, სწორედ ამიტომაც არასდროს დავნებებულვარ რთული პერიოდი გამოვიარე. მქონდა დაზიანებები და ბევრი უარყოფა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდ და უკეთეს ადამიანად მაქცევდა.  ამჟამად მე საქველმოქმედო ორგანიზაციის ელჩი ვარ, რომლის სახელწოდებაც "ნაბიჯებია" და ვცდილობ იმ ახალგაზრდა გოგონებს და ბიჭუნებს დავეხმარო, რომლებიც დასაბრუნებლად იბრძვიან. მინდა ვაჩვენო მათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. არ უნდა იფიქროთ, რომ საწადელს ვერ მიაღწევთ", - თქვა 18 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო შეხვედრის შემდეგ.

სხვა სტატიები