Belive

Black Friday დინამო თბილისის საკლუბო მაღაზიაში! 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფასდაკლების ყოველწლიურ, მასშტაბურ აქციას "დინამო თბილისიც" უერთდება. ე.წ "შავი პარასკევის" კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გულშემატკივარს საკლუბო მაღაზია "დინამოელში" პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. გულშემატკივარს "დინამოს" ეკიპირებისა და სხვა აქსესუარების შეძენა 30%-იანი ფასდაკლებით პარასკევს, შაბათს და კვირას შეეძლება. შეგახსნებთ, კვირას, 1 დეკემბერს, ეროვნული ლიგის დასკვნით ტურში, "დინამო არენაზე" "ლურჯ-თეთრები" ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონობას მეჩვიდმეტედ მოიგებენ.

სხვა სტატიები