Belive

ბოატენგი ჰერტას ქომაგებისთვის 2023 ქაბაბს შეუკვეთავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჰერტას'' ნახევარმცველი, კევინ-პრინს ბოატენგი, ბერლინურ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების აღსანიშნად, კლუბის გულშემატკივრებს უფასო ქაბაბებს დაჰპირდა. ბოატენგმა ,,ჰერტასთან'' ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და მისივე თქმით, ფანებისთვის 2023 ქაბაბს შეუკვეთავს. გერმანული გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქომაგებს საკვები 13 აგვისტოს, 2022-2023 წლების სეზონის პირველი საშინაო მატჩის (აინტრახტთან) წინ დაურიგდებათ. ბოატენგი ,,ჰერტას'' აღზრდილია და კლუბში 2021 წელს დაბრუნდა. გასულ სეზონში 35 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქური გუნდის მაისურით 21 შეხვედრა ჩაატარა.


სხვა სტატიები