Belive

ბოატენგის პირველი კომენტარი ბარსელონაში წარდგენის შემდეგ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალწვეულმა, კევინ პრინც ბოატენგმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს ამ დიდი გუნდისთვის ვითამაშო. ყველა ბავშვი, რომელიც ფეხბურთის თამაშს იწყებს, ოცნებად აქვს ბარსელონას მაისურის მორგება. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და ეს ოცნება ამიხდა. ვეცდები ახალ გუნდში ყველაფერი გავაკეთო და ადგილი დავიმკვიდრო. ყველამ იცის თუ რა გზა გავიარე წარმატების მისაღწევად. ყველამ იცის ჩემი შესაძლებლობები და მონდომება. მინდა გუნდს გამოვადგე" - განაცხადა განელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ბოატენგი "კამპ ნოუზე" დღეს წარადგინეს. ის "ბარსელონაში" იჯარის წესით ითამაშებს.  

სხვა სტატიები