Belive

ბოატენგის სკანდალური განცხადებები რონალდუზე ვირუსულად გავრცელდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონამ" რამდენიმე დღის წინ უცნაური ტრანსფერი განახორციელა. "ბლაუგრანამ" კევინ პრინც ბოატენგი შეიძინა. განელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ოცნება აუხდა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან, მესისთან ერთად მოუწევს თამაში. გულშემატკივრებმა ბოატენგს ძველი ცოდვები გაახსენეს, სადაც ის საკუთარ Twitter-ზე კრიშტიანუ რონალდუს ფოტოებს დებდა და "საუკეთესოს" აწერდა.

  ახლა, როდესაც ბოატენგს მესის გვერდით მოუწევს თამაში, გულშემატკივრები საკუთარ Twitter გვერზე ბოატენგს იმ პოსტის წაშლისკენ მოუწოდებენ, სანამ მესი ნახავს.   ბოატენგს ასევე ნათქვამი აქვს, რომ "ელ კლასიკოში" "რეალს" ანიჭებდა უპირატესობას. დღეს განელი "ბარსელონას" ფეხბურთელია და რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს.

სხვა სტატიები