Belive

ბოატენგმა მანჩესტერის შემოთავაზებაზე უარის თქმის მიზეზი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ნაკრების მცველის, ჯერომ ბოატენგის განცხადებით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში მისით ინტერესს "მაჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" გამოთქვამდნენ. მისივე თქმით, "წითელ ეშმაკებში" გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი ჟოზე მოურინიო გახდა, რომელმაც გერმანელი მცველის დარწმუნება ვერ შეძლო. გერმანულ Bild-თან საუბრისას ბოატენგმა აღნიშნა, რომ "ბაეირნში" თამაშის სურვილის მიუხედავად, მას ახალი გამოწვევების მიღება სურდა. "მიუნხენში თავს კარგად ვგრძნობ. ჟოზეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემდამი მისი ინტერესი დიდი პატივი იყო, თუმცა "ბაიერნის" დატოვებისთვის საჭიროა, რომ უკეთეს ადგილას ვითამაშო", - აღნიშნა 30 წლის მცველმა. შეგახსენებთ, რომ მოურინიოს "ლესტერის" ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაიერის შეძენაც სურდა, თუმცა მაგუაიერის განცხადებით, იგი კარიერის ბოლომდე "ლესტერში" აპირებს თამაშს.

სხვა სტატიები