Belive

ბოატენგს მესისთან მომენტის შესახებ კითხვა დაუსვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მესიმ "ბაიერნს" კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მიუნხენელთა მცველი, ჯერომ ბოატენგი შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიტოვა და ნოიერს ბურთი თავზე გადაუგდო. სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბოატენგს ეს მომენტი გაახსენა: " რა ხდებოდა შენს თავში მაშინ, როცა მესიმ ასეთი რამ გაგიკეთა? შენ იცი რაზეც ვსაუბრობ." გერმანელის მცველის პასუხი საკმაოდ სახალისო გამოდგა: "გულწრფელად, ვისურვებდი, რომ თითოეული თქვენგანი მენახა დაცვაში, ლეოს წინააღმდეგ."

სხვა სტატიები