Belive

ბოიან კრკიჩის მოგზაურობა გრძელდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სტოკის" ესპანელმა შემტევმა, ბოიან კრკიჩმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩემპიონშიპის ბინადარი კლუბი დატოვა. 2016 წელს, "სტოკთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, კრკიჩს კიდევ 1 წელი აკავშირებდა კლუბთან - თუმცა მან წასვლა გადაწყვიტა. ბოიან კრკიჩის მომდევნო კლუბის ვინაობა ამ წუთისათვის უცნობია. 2014-19 წლებში, "სტოკის" მაისურით კრკიჩმა 74 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები