Belive

ბოკა ხუნიორსის სტადიონზე მთელი ღამის განმავლობაში მარადონას VIP ოთახი იყო განათებული

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ დიეგოს რამდენიმე კვირის წინ ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. არგენტინული მედიის თანახმად, მარადონა გულის შეტევით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომხდარის გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა, არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მთელი ღამის განმავლობაში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ნეაპოლსა და არგენტინაში განსაკუთრებული გლოვა იყო. ნეაპოლის მერმა კი "ნაპოლის" სტადიონის სახელის გადარქმევა და დიეგო მარადონას სტადიონის დარქმევის ბრძანება გასცა. ასევე, "ბოკა ხუნიორსის" სტადიონზე "ლა ბომბონერაზე" მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ 1 ოთახი იყო განათებული, ეს ოთახი კი დიეგო არმანდო მარადონას ეკუთვნოდა.  

სხვა სტატიები