Belive

ბოკასთან გამარჯვების ვიდეოს QR კოდი სხეულზე - რივერ პლეიტის გულშემატკივრის ორიგინალური გადაწყვეტილება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რივერ პლეიტის" გულშემატკივარმა გუნდისადმი სიყვარულის გამოხატვა ორიგინალური ხერხით სცადა - მან ფეხზე QR კოდი ამოისვირინგა, რომლითაც კოპა ლიბერტადორესის ფინალში "ბოკა ხუნიორსის" დამარცხების ვიდეოზე გადასვლა იყო შესაძლებელი. აღნიშნული ამბავი გასულ კვირას მთელ მსოფლიოში გავრცელდა, თუმცა სამწუხაროდ, "რივერ პლეიტის" ერთგული ქომაგის იდეამ კრახი განიცადა - YouTube-ზე "ბოკა ხუნიორსის" დამარცხების ვიდეო აღარ იძებნება. შესაბამისად, ეს ამბავი შესაძლოა ბევრისთვის კარგი გაკვეთილი გამოდგეს - ინტერნეტ ბმულის QR კოდად ამოსვირინგება შესაძლოა ორიგინალური იდეა იყოს, თუმცა ნებისმიერ მომენტში, შესაძლოა ეს ბმული ინტერნეტ სივრცეში აღარ არსებობდეს.
afedc6925cb0afcfff4f25e566ffabda

სხვა სტატიები