Belive

ბოლივიურმა გუნდმა მეტოქეს 54-ჯერ დაურტყა, თუმცა მაინც წააგო (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისტორიული მატჩი გაიმართა კოპა სუდამერიკანას 1/32-ფინალურ ეტაპზე, სადაც ბოლივიური "ნასიონალ პოტოსი" შინ ვენესუელურ "ზულიასთან" 0:1 დამარცხდა. სტუმარმა გუნდმა გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანა. აღნიშნული მატჩის სენსაციურ შედეგზე მეტად ადამიანები თამაშის სტატისტიკამ გააოცა. "ნასიონალ პოტოსიმ", რომელიც დაპირისპირების უპირობო ფავორიტი იყო, "ზულიას" კარის მიმართულებით 54-ჯერ დაარტყა, ზუსტად 15-ჯერ, გააკეთა 530 ზუსტი პასი და ბურთის ფლობაშიც კოლოსარული უპირატესობა ჰქონდა - 80% - 20%. აღნიშნულ გუნდებს შორის განმეორებითი დაპირისპირება 16 აპრილს გაიმართება.

მატჩის ყველა მომენტი:

 

სხვა სტატიები