Belive

ბოლო 10 გოლიდან მილნერს ყველა პენალტით აქვს გატანილი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჯეიმი მილნერმა 11-მეტრიანი დარტყმით "პსჟ-ს" გოლი გაუტანა, რითაც საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა - ინგლისელ ნახევარმცველს "ლივერპულის" მაისურით გატანილი ბოლო 10 გოლიდან ათივე პენალტით აქვს გატანილი. მილნერი "ლივერპულში" 2015 წლიდან თამაშობს და ამ დროში მან 16 გოლის გატანა და 31 ასისტის გაკეთება შეძლო. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მილნერმა ჩემპიონთა ლიგაზე ასისტების რაოდენობით რეკორდი დაამყარა - მისი დახმარებით "მერსისაიდელებმა" 8 გოლის გატანა შეძლეს.

სხვა სტატიები