მესი ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი აღარაა

Transfermarkt-მა სატრანსფერო ფასები განაახლა. ცვლილებები “ლა ლიგის” ფეხბურთელებსაც შეეხო, რომლის მიხედვითაც, არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი, ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი აღარაა.

ყველაზე გამორჩეული ვარდნა სწორედ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა განიცადეს: გუნდის 15 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება შემცირებულია, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა უფიქსირდება 18 წლის ფეხბურთელს, პედრიმ, რომლის ფასიც 50 მილიონ ევროს შეადგენს.


ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

  1. ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო) – €100 მლნ.
  2. იან ობლაკი (ატლეტიკო) – €90 მლნ.
  3. ანსუ ფატი (ბარსელონა) – €80 მლნ.
  4. ლიონელ მესი (ბარსელონა) – €80 მლნ.
  5. ტიბო კურტუა (რეალი) – €75 მლნ.
  6. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) – €75 მლნ.
  7. ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – €70 მლნ.
  8. კაზემირო (რეალი) – €70 მლნ.
  9. რაფაელ ვარანე (რეალი) – €70 მლნ.
  10. მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი) – €70 მლნ.

რატომ მცირდება მესის სატრანსფერო ფასი?

2010 წლის აგვისტოში, ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომლის სატრანსფერო ფასმაც €100 მილიონს გადააჭარბა და 10 წლის განმავლობაში, არგენტინელმა ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ტიტული (ფასის და არა ტრანსფერის მიხედვით) პირველად დათმო.

Transfermarkt-ის განცხადების თანახმად, მესის საფასო რეგრესის ამხსელი მიზეზი მხოლოდ ასაკი არაა: “არგენტინელი კარიერის უკანასკნელ წლებში შედის, ბარსელონა კი ინსტიტუციონალური კრიზისის წინაშე დგას. ასაკს გარდა, მიმდინარე სეზონში ლიონელის სათამაშო ფორმა და მის მომავალთან დაკავშირებით არსებული ბუნდოვანობა არგენტინელის ფასზე პირდაპირ არის ასახული. მესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბარსელონას სატრანსფერო არჩევნები, რომელიც გაზაფხულზეა ჩანიშნული: სწორედ აქ გაირკვევა, თუ რა ელის მას მომავალში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

(14286)

მესი ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი აღარაა

სტატიის ავტორი
-