Belive

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად - რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
10-წლიანი პაუზის შემდეგ გლაზგოს "რეინჯერსმა" შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. პრემიერშიფის 32-ე ტურში "სელტიკმა" სტუმრად "დანდი იუნაიტედთან" მორიგი ქულები დაკარგა, შეხვედრა ფრედ 0:0 დამთავრდა. შეხვედრის დასრულებისთანავე "რეინჯერსის" ჩემპიონობა გაოფიციალურდა, რადგან სწორედ "სელტიკი" იყო ჯერარდის გუნდის უახლოესი მდევარი. ახლა კი ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე პირველ და მეორე ადგილს შორის სხვაობა 20 ქულას შეადგენს, შესაბამისად, "დანდი იუნაიტედთან" დაკარგული ქულების შემდეგ "სელტიკმა" ყველანაირი მათემატიკური შანსი დაკარგა.
 
"რეინჯერსი" შოტლანდიის ჩემპიონი ბოლოს 2010-11 წლების სეზონში გახდა. 2012 წელს "რეინჯერსი" შოტლანდიის რანგით მე-4 დივიზიონში დააქვეითეს, გლაზგოურმა გუნდმა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება 2016-17 წლების სეზონში შეძლო. სტივენ ჯერარდის გუნდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს: პრემიერშიფის 32 შეხვედრიდან "რეინჯერსმა" 28 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და არც ერთხელ არ დამარცხებულა. "რეინჯერსმა" შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული 55-ედ სრულიად დამსახურებულად მოიგო და "სელტიკის" 9-წლიანი ჰეგემონია შეწყვიტა. 40 წლის ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტი "რეინჯერსს" 2018 წლიდან მოყოლებული წვრთნის.

სხვა სტატიები