ბოლო 11 წელიწადში რეალმა 3 თამაშში გოლის გატანა პირველად ვერ მოახერხა

სეზონის კარგი სტარტის შემდეგ მადრიდის „რეალს“ ცუდი პერიოდი დაუდგა – სასტარტო მატჩების კარგად ჩატარების შემდეგ საერთაშორისო გამოცემები, მწვრთნელები და ფეხბურთელები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ რონალდუს არყოფნა გუნდს არ ეტყობოდა, თუმცა გასულმა 3-მა მატჩმა სიტუაცია სხვა თვალით დაგვანახა.

27 სექტემბერს მადრიდელები “სევილიასთან” პირწმინდად დამარცხდნენ (3:0), რასაც ორი დღის შემდეგ “ატლეტიკოსთან” უგოლო ფრე მოჰყვა. ორმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ მადრიდელები “ცსკა-ს” იოლად დაამარცხებდა, თუმცა “რეალი” მოსკოვში დიდი დანაკლისით ჩავიდა – გუნდს რამოსი, ბეილი, მარსელო და ისკო აკლდნენ.

„ცსკა-მ“ მადრიდელთა კარში გოლის გატანა პირველივე ტაიმში მოახერხა და ამის შემდეგ მოედანზე მადრიდელები დომინირებდნენ. „რეალის“ ფეხბურთელებმა მეტოქის კარის აღება 26-ჯერ სცადეს, მაგრამ კარში სულ 3 დარტყმა წავიდა, რომელთა მოგერიება იგორ აკინფეევმა იოლად შეძლო (მიმოხილვა იხილეთ აქ).

ამ შედეგებით ირკვევა, რომ მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ 3 მატჩში გოლის გატანა 11 წლის წინ მოახერხა. მომდევნო მატჩს „სამეფო კლუბი“ 6 ოქტომბერს, „ალავესთან“ გამართავს და დიდი ალბათობით, მშრალი სერია სწორედ ამ დღეს შეწყდება.

(989)

ბოლო 11 წელიწადში რეალმა 3 თამაშში გოლის გატანა პირველად ვერ მოახერხა

სტატიის ავტორი
-