Belive

ბოლო 14 წელიწადში პირველად - ჩელსის მიღწევა  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ჩელსი" ბოლო 14 წელიწადში პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში სამბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა მოახერხა. "არისტოკრატები" ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, საშინაო კედლებში, ამსტერდამის "აიაქსთან" (1:4) მარცხდებოდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ბოლო ინგლისური კლუბი, რომელმაც ასეთი რამ გააკეთა, "ლივერპული" გახლდათ. მერსესაიდელებმა ეს 2005 წლის ფინალურ შეხვედრაში, სტამბულში, "მილანის" წინააღმდეგ შეძლეს. რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილი გუნდი პირველი ნახევრის შემდეგ - 0:3 მარცხდებოდა, თუმცა მალე სიტუაციის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ პენალტების სერიაში იმარჯვა კიდეც. ფრენკ ლამპარდის შეგირდებმა ჰოლანდიელებთან მატჩის პირველ ტაიმში 3 გოლი გაუშვეს, ასეთი რამ ლურჯებს ჩემპიონთა ლიგაში პირველად შეემთხვათ. "ჩელსის" 7 ქულა აქვს და H ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.  

სხვა სტატიები