Belive

ბოლო 71 წელიწადში პირველად - საოცრად შემტევი იტალია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საუკეთესოდ იტალიის ნაკრებმა დაასრულა. "სკუადრა აძურა" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი აიღო (30), ამასთან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (37) და ყველაზე ცოტა გაუშვა (4). გათამაშება იტალიელებმა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულეს. "პალერმოს" სტადიონზე რობერტო მანჩინის გუნდმა სომხეთი - 9:1 გაანადგურა. ბოლო 71 წელიწადში პირველად მოხდა, რომ იტალიის ნაკრებმა ერთ შეხვედრაში მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო. ბოლოს, იტალიამ 9 გოლი 1948 წელს, ოლიმპიურ თამაშებზე, აშშ-ს ნაკრებს გაუტანეს. ასეთი რამ აპენინელებს კიდევ ორჯერ გაუკეთებიათ: 1928 წელს ოლიმპიურ ასპარეზზე ეგვიპტესთან (11:3) და 1920-ში საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში - 9:0.  

სხვა სტატიები