Belive

ბოლო 88 წელიწადში პირველად! - იუვენტუსის შესანიშნავი შედეგი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე საათის წინ "იუვენტუსმა" შინ "ნაპოლი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ტურინულმა კლუბმა სერია ა-ს სასტარტო შვიდივე მატჩი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი "ვალენსია" დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს რომ სეზონის სტარტზე "იუვემ" რვავე შეხვედრა მოიგო, რითაც 1930/31 წლების სეზონის რეკორდი გაიმეორა. გარდა ამისა, ტურინელებმა მეხუთედ მოიგეს სერია ა-ს სასტარტო შვიდი მატჩი, რეკორდი კი პირველი 9 მატჩის მოგებაა, რომელიც "იუვენტუსმა" 2005/06 წლების სეზონში მოახერხა. საინტერესოა შეძლებს თუ არა ამ რეკორდის გაუმჯობესებას კრიშტიანუ რონალდუთი გაძლიერებული "იუვენტუსი"

სხვა სტატიები