Belive

ბოლო ათწლეულის მეკარეთა საუკეთესო ათეული 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარე დაასახელა. დეკადის საუკეთესო გოლკიპერად მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. მეორე პოზიციას ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ეროვნული გუნდის ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს, ხოლო სამეულს მადრიდის "რეალის" და ბელგიის ნაკრების პირველი ნომერი ტიბო კურტუა ასრულებს. ათწლეულის საუკეთესო მეკარეთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:  1. მანუელ ნოიერი ("შალკე"/ბაიერნი") 2. ჯანლუიჯი ბუფონი ("პსჟ"/"იუვენტუსი") 3. ტიბო კურტუა ("ჩელსი", "რეალი") 4. უგო ლორისი ("ტოტენჰემი") 5. კეილორ ნავასი ("რეალი"/"პსჟ") 6. იან ობლაკი ("ატლეტიკო") 7. პეტრ ჩეხი ("ჩელსი", "არსენალი") 8. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("გლადბახი"/"ბარსელონა") 9. დევიდ დე ხეა ("ატლეტიკო"/"მანჩესტერ იუნაიტედი") 10. იკერ კასილასი ("რეალი/"პორტუ")

სხვა სტატიები