Belive

ბოლო თამაშიდან 10 წელში - სიტის კარს ნიუკასლთან 35 წლის მეკარე დაიცავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 14 მაისს, პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო მატჩიდან 10 წელში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ "მანჩესტერ სიტის" კარს 35 წლის სკოტ კერსონი დაიცავს. პეპ გვარდიოლას გუნდის მე-3 მეკარე, რომელიც "სიტიში" იჯარით, სეზონის ბოლომდე ირიცხება, ბოლოს მოედანზე 2019 წლის 9 მარტს გავიდა. მაშინ კერსონი "დერბის" რიგებში, ინგლისის მე-2 ლიგაში თამაშობდა. როგორც იცით, მანჩესტერელებმა პრემიერ ლიგა 3 ტურით ადრე მოიგეს, გვარდიოლამ კი "ნიუკასლის" წინააღდეგ საოცნებო შანსი სკოტსაც მისცა.
"მეგონა, რომ ჩემი პრემიერ ლიგური დღეები დასრულებული იყო," - თქვა 35 წლის ინგლისელმა თამაშამდე.
აღსანიშნავია, რომ კერსონმა ბოლოს პრემიერ ლიგაში 2011 წლის 22 მაისს, "ვესტ ბრომვიჩის" რიგებში ითამაშა.  

სხვა სტატიები