Belive

ბოლო წუთზე, გიორგი ბერიძის ჯარიმამ ლოკერენს ქულა გადაურჩინა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის რანგით მეორე ლიგაში, "ლოკერენმა" "ბეერხოსტთან" სტუმრად ფრე 1:1 ითამაშა. სტუმარ გუნდს ქულა ახალგაზრდა ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ მოუპოვა, რომელმაც მესამე დამატებულ წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. "გენტიდან" განათხოვრებულმა 22 წლის შემტევმა ამ სეზონში, ლიგაში უკვე მეხუთე, ხოლო ყველა ტურნირზე მე-14 შეხვედრაში მეექვსე გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში ბერიძე მესამე ადგილზეა. "ლოკერენს" 16 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილზეა. უმაღლეს ლიგაში ასასვლელად ბრძოლას სეზონის ბოლოს 6 გუნდი გააგრძელებს.

სხვა სტატიები