Belive

ბოლონიას მწვრთნელს და საჯარიმო დარტყმების შესრულების დიდოსტატს კიბო დაუდგინდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბოლონიას" მთავარ მწვრთნელს, ლეგენდარულ ფეხბურთელს, სინიშა მიხაილოვიჩს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა. იტალიური პრესის ინფორმაციით, მას ლევკემია აღმოუჩინეს. აღნიშნულის შესახებ სერბმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მიხაილოვიჩის თქმით, მან ჩაიტარა სტანდარტული ტესტები, რომლებმაც ერთგვარი ანომალია აღმოაჩინეს. შემდგომმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს ლევკემია იყო.
"მე მძიმე ლეიკოზი მაქვს. მწვავე ფორმაა, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება. სამშაბათიდან დავიწყებ ბრძოლას. როდესაც დაავადების შესახებ შევიტყვე ორი დღე ოთახში გავატარე და ვტიროდი. ვიცი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ. მე ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძოდი, ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც.“ - აღნიშნა მიხაილოვიჩმა.
"ბოლონიას" სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ აღნიშნა, რომ მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, მიხაილოვიჩი კლუბთან მუშაობას გააგრძელებს. სინიშა მიხაილოვიჩმა "ბოლონია" 2018-19 წლების მსვლელობისას ჩაიბარა და გუნდი 'სერია ა"-დან გავარდნას გადაარჩინა.  

სხვა სტატიები